შტატების ხელისუფლება პოლონეთისგან განმარტებას ითხოვს
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პოლონეთისგან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ განცხადების განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „ბლუმბერგი“ წერს. სააგენტოს წყაროს ცნობით, ოფიციალური ვარშავის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლონეთსა და უკრაინას შორის წარმოშობილ უთანხმოებას კიევის მხარდამჭერი კოალიციის ერთიანობაში ბზარები არ გაუჩენია. როგორც „ბლუმბერგს“ ერთერთმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, პოლონელი დიპლომატები პირად საუბრებში არწმუნებენ უცხოელ კოლეგებს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ მისი მასშტაბები შემცირდება