ვითარება უკრაინაში
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 27 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. იერიშების შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. უკრაინული კონტრშეტევის დეტალებს ავრცელებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი, რომლის ცნობითაც უკრაინული ძალები ხერსონთან ახლოს დნეპრის დელტასთან რეიდებს ახორციელებენ და ანტონოვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პოზიციებს ამაგრებენ
