„არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 3 წლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას
