პრეზიდენტის გადაწყვეტილება - შეფასებები
პრეზიდენტის შეცვლილ პოზიციასთან დაკაშირებით განცხადებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში. დეპუტატები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, კანონთან თანხვედრაში არ არის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ დაემორჩილა საქართველოს პრეზიდენტი ქართულ კანონმდებლობას. თუმცა, იტოვებენ იმედს, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით პოზიციები კიდევ ერთხელ შეცვალოს. მართველი პარტიისთვის კი, პრეზიდენტის ქმედება ისევ ოპოზიციის ნარატივს ემთხვევა
