პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
პრემიერის გზავნილები გაეროდან - ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრემიერმა ქვეყნის ოკუპაციაზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, განათლებაზე, მშვიდობის სამეზობლო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე
