დაპირისპირება გლდანში
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გლდანში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკურ ანგარიშწორებას უკავშირებს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ამბობენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა გუშინ საკრებულოში მომდარ ჩხუბს უკავშირდება, რა დროსაც, ოპოზიციონერი დეპუტატი გლდანის მაჟორიტარს, კოტე ზარნაძეს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. განცხადებები გააკეთეს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმაც და თქვეს, რომ ყველანაირი ძალადობა დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი კანონის წინაშე უნდა აგონ

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები