პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს მიმართა. პრემიერმა ქვეყნის ოკუპაციაზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, განათლებაზე, მშვიდობის სამეზობლო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე
