ილია დარჩიაშვილი პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე, ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს, შრი ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ანტიგუა ბარბუდას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
