ირაკლი ღარიბაშვილი მალტის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
