მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართა
მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომა ერთობლივი დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, თუმცა გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ განახლდება.
