გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრიც
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრიც. ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა.
