ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას.
