„მუსიკალური საღამოები“
წალენჯიხა „მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს. ქალაქის ცენტრალურ პარკში დამონტაჟდა სცენა, მოეწყო გასართობი სივრცეები და პავილიონები. ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. სტუმრების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ. ღონისძიებები წალენჯიხაში გალა-კონცერტით დასრულდა. ხვალ, „მუსიკალურ საღამოს“ მესტიის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს. ღონისძიებები რეგიონებში, პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დუშეთში, წეროვანში, წილკანსა და საგარეჯოში იმართება
