უთანხმოება უკრაინასა და პოლონეთს შორის
პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის. კიევსა და ვარშავას შორის უთანხმოება უკრაინულ მარცვლეულზე პოლონეთის მიერ ემბარგოს დაწესებამ გამოიწვია. ურთიერთობებში ბზარი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს გააკრიტიკა. ვარშავიდან კიევს შეახსენეს, რომ პოლონეთი ის ქვეყანაა, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან ეხმარება და უკრაინას 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუგზავნა
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
