ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობა
პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას არ ჩქარობს. საკითხი, რასაც სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა, ახლა სწორედ ორბელიანების სასახლეშია გადასაწყვეტი. იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ცნობილია, ეროვნულმა ბანკმაც მკაფიოდ თქვა, რომ პრეზიდენტის დასტურის შემთხვევაში, ფარცხალაძეს საგამონაკლისო წესი აღარ შეეხება. დღის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების შესახებ, თუმცა არც ფოტო ჩანს, არც ვიდეომასალა და არც სიახლე ფარცხალაძის მოქალაქეობის შესახებ
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
