დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დუშეთში მუსიკალური საღამო გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში დუშეთის ბულვარის ტერიტორიაზე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდება. მათ შორის მოეწყობა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონა, შემეცნებითი სტენდები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო გასართობი აქტივობები. ღონისძიება მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდება
