სომხეთის პრემიერის მიმართვა მოსახლეობას
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, მშვიდობა და კონფლიქტებისგან თავისუფალი ვითარებაა საჭირო. ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართა. ვიდეო მიმართვის დროს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერევანმა ხელი მოაწერა ალმათის დეკლარაციას, სადაც ახალმა სახელმწიფოებმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და საზღვრების ურღვევობის პირობა დადეს. ამ პირობებზე უარის თქმა კი, ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის სუვერენიტეტს საფრთხის ქვეშ აყენებს
