სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 30 ათასზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და თქვა, რომ მთავრობამ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც ყველა კერძო უნივერსიტეტი დათანხმდა, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
