ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები
პარლამენტმა, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი წევრი დაამტკიცა. ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, უკვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან. ორივე კანდიდატი, საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტმა წარუდგინა, თუმცა დღეს ზურაბიშვილმა, კანდიდატურების გაწვევა მოითხოვა, რაც რეგლამენტს არ შეესაბამებოდა. მმართველი პარტიის თქმით, რადიკალური ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის მიზანი იყო, რომ კონსტიტუციური ორგანო, ანუ ეროვნული ბანკი, ქმედითუუნარო გამხდარიყო, რაც მმართველმა პარტიამ არ დაუშვა. „არაფერი ჩამოშლილა, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს - სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორად იმოქმედა“ - განაცხადა თემაზე კომენტირებისას ირაკლი კობახიძემ
