შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს
შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, წერილს აქვეყნებს. მისი თქმით, სუსის ინფორმაციამ, ქართული წარმოშობის ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დააკავშირა. კერძოდ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არის ვარაუდი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ახლა უკრაინის კონტრდაზვერვის მეთაურის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, შემოდგომაზე საქართველოში შესაძლო შიდა პოლიტიკურ არეულობაში იყოს გარეული. მოსალოდნელი არეულობის მიზანი მთავრობის შეცვლას უკავშირდება. ამასთან, ამ სცენარის შემუშავებასა და დაგეგმვაში, სავარაუდოდ, უცხოური ფინანსებიც არის ჩართული - წერს პაპუაშვილი
