ჯანდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლა და შეხვედრები გაეროში
ჯანდაცვის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს. პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 158 ქვეყნის მეთაურებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს. ზურაბ აზარაშვილი სესიაზე, სიტყვით გამოვიდა და პანდემიის გავლენაზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილ, მაღალი დონის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას
