პრემიერი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს, საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. რეკომენდაციებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რასაც საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ასრულებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება
