პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია და მმართველი გუნდი, ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით, აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს
