შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 ე.წ. „კანონიერ ქურდს“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ისინი ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომელსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწონებს
