პრემიერი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა
არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდამჭერი და მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში, ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
