პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია და მმართველი გუნდი, ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.
