ვარშავა კიევს იარაღს აღარ აწვდის - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა
ვარშავა კიევს იარაღს აღარ აწვდის - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მატეუშ მორავიცკიმ განმარტა, რომ ვარშავა საკუთარი არმიის გადაიარაღებაზეა ორიენტირებული და იარაღი თავად სჭირდება.
