ლავროვის ბრალდება
გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სერგეი ლავროვმა ომის პროვოცირებაში კიევსა და უკრაინის დასავლელ პარტნიორებს დასდო ბრალი. რუსეთის პირველი დიპლომატი კვლავ იმის მტკიცებას შეეცადა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებაზე უარი არ უთქვამს.
