საფინანსო სექტორი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საბანკო სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით შესაძლო პრობლემებზე გაკეთებულ განცხადებებს, გადაცემა „იმედი ლაივში“ უპასუხა. ნათია თურნავას თქმით, მსგავს შიშებს საფუძველი არ გააჩნია. მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება, მიზანი კი, დესტაბილიზაციაა.
