საქართველოს ევროპული პერსპექტივა
ოპოზიციის ნაწილის უცვლელი რიტორიკა. რადიკალები ხელისუფლებისთვის კვლავ იარლიყების მიკერების სტრატეგიას იყენებენ. ბრალდება უცვლელია - პრორუსულობა და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. მწვავე განცხადებები დღეს პარლამეტის სხდომაზეც მრავლად ისმოდა. ოპოზიციის დესტრუქციული ფრთა, რომელსაც ევროპული დავალების შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია, ისევ ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
