პრემიერი გაეროს ასამბლეაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს უმაღლეს ტრიბუნას, 22 სექტემბერს დაიკავებს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. დარბაზში მყოფ ლიდერებს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და ამერიკის პრეზიდენტმა მიმართეს. პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს, ერთ-ერთი ბოლო აუდიენცია ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, გუტერეშთან შედგა. მთავრობის მეთაურმა ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართული დისკუსიის მონაწილეებსაც მიმართა.
სიუჟეტის ავტორი: რუსა შელია-90-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
