თსუ-ის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება და თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
