სამხედრო ავიაციის დღე
19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა მიულოცეს. ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.