პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტები
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი წესებით მოქმედებას განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმების და მათი თანხმობის გარეშე, საერთაშორისო ვიზიტებს ახორციელებს. ორი დღის წინ პრეზიდენტი შვეიცარიაში იყო. ამის შესახებ ცნობილი, სოციალურ ქსელში, მის მიერვე გამოქვეყნებული ფოტოთი გახდა. პრეზიდენტი იმპიჩმენტზე ბევრს არაფერს ამბობს და ევროპულ ქვეყნებში მორიგ ვიზიტებს აანონსებს. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვერდიქტს ელოდება, რომელიც მათი თქმით დაადასტურებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას მიზამიმართულად და უხეშად არღვევს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას, რომელიც ზურაბიშვილის ქმედებებში ანტიკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავს.