სამოქალაქო არეულობის გეგმა
გადატრიალება და ქაოსი ქვეყანაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური შეფასებებისთვის მთავარი თემაა. მმართველი გუნდისთვის ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა. მათი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მიზანი აქამდეც გაცხადებული ჰქონდა. ნებისმიერი, ვინც ქვეყანაში არეულობის შემოტანას შეეცდება, კანონის წინაშე პასუხს უმკაცრესად აგებს - ასეთია მმართველი პატიის წევრების პოზიცია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველა წინა შეთხვევის მსგავსად ახლაც, ყველა უწყებამ პრევენციისთვის მაქსიმალური გააკეთა და ხელისუფლება მსგავსი პროვოკაციებისგან ქვეყნის დასაცავად მზად არის. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც.
