დეოლიგარქიზაცია
„დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე“,- ამ განცხადებას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აკეთებს. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი პირველ რიგში, ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და მთავრობა მუშაობას დასკვნის შემდეგ გააგრძელებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, აქცენტი პერსონალიზებულ მიდგომაზე გააკეთა, რომელიც მისივე თქმით, მოცემულია 12 პრიორიტეტში და რომელსაც ოპოზიცია ბოროტად იყენებს. მან, ევროკომისიას ამ ჩანაწერზე, უარის თქმისკენ მოუწოდა.