პრემიერი გაეროს ასამბლეაზე
გაეროს 78-ე ასამბლეა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში, რომელიც ასამბლეის ფარგლებში, მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. „დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ, სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. მთავრობის მეთაური, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე, სიტყვითაც გამოვიდა.