აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძებების გატარება დაიწყო
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძებების გატარება დაიწყო - ინფორმაციას თავად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები სისტემატურად ისვრიან აზერბაიჯანული არმიის მიმართულებით, გაიზარდა რეგიონში სანგრებისა და ნაღმების რაოდენობა და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე ირწმუნება, რომ 19 სექტემბერს, სომხეთის შეიარღებული ძალების დივერსიული სადაზვერვო ჯგუფების მიერ დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა სახელმწიფო სტრუქტურის კუთვნილი ავტომობილი, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის სამხედროების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ბრალდება დეზინფორმაციაა.
