თურქეთის პრეზიდენტი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და იენს სტოლტენბერგმა რეგიონული და გლობალური საკთხები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე. ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რაც შეიძლება მალე მიიღებს.
