თავდასხმა ლვოვზე
ლვოვზე რუსეთის მიერ მიტანილი მასირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს. ანდრეი სადოვოის განმარტებით, ლვოვში მდებარე საწყობზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით, ღამის საათებში მოხდა. იერიშს ხანძარი მოჰყვა, შედეგად საოჯახო ქიმიის საწყობები და ჰუმანიტარული დახმარების საცავი განადგურდა. ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განმარტებით, ღამის საათებში ლვოვზე თავდასხმის დროს 18 დრონიდან 15-ის განეიტრალება მოხერხდა.
