ღვინის პოპულარიზაცია - გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები სტუმრობდნენ. ტურების ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს. ვიზიტის შემდგომ მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები გავრცელდება გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას გერმანულ ბაზარზე.
