ახალი მედიათეკა
დღეიდან, რუსთაველი ახალგაზრდები, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური განათლების ცენტრით- მედიათეკით ისარგებლებენ. რუსთავის მედიათეკაში ნებისმიერი საჭიროების ადამიანისთვის ადაპტირებული გარემო, თანამედროვე ინტერიერი, მდიდარი წიგნთსაცავი, ონლაინბიბლიოთეკა, კომფორტული სამუშაო გარემო და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. ახალი მედიათეკა ტრადიციული ბიბლიოთეკის და თანამედროვე ონლაინბიბლიოთეკის კონცეფციას აერთიანებს. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია.
