ზვიად შალამბერიძის ვიზიტი ჩინეთში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში, კერძოდ გუიჯოუს პროვინციაში იმყოფებოდა. იმერეთის მხარის გუბერნატორი გუიჯოუს პროვინციის გუბერნატორს, მოადგილეს, პროვინციის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებას.