ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილში მდებარე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს, თბილისის მერი გაეცნო. ავარიული შენობის ნაცვლად, მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტი დაახლოებით ორ წელიწადნახევარში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება, თითქმის 7,5 მილიონი ლარია.
