პრემიერი გაეროს ასამბლეაზე
„დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, შარლ მიშელთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ, სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. საქართველოს ევროინტეგრაცია იყო ერთ-ერთი მთავრი თემა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს 78-ე ასამბლეის ფარგლებში იმყოფება. მთავრობის მეთაური, სიტყვით უკვე გამოვიდა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე.
