პრემიერი გაეროს ასამბლეაზე
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებას და გარემოს დაცვას. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. მათ შორის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს და გერმანიის კანცლერს
სიუჟეტის ავტორი: რუსა შელია-90-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
