მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი
საქართველოს ევროინტეგრაცია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აქტუალური იყო მადრიდშიც. ესპანეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მონაწილეობით პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი მადრიდის სენატში სიტყვით გამოვიდა და კოლეგებს შეხვდა. დღეს ევროპელი კანონმდებლები გასული წლის ივნისში დაშვებულ შეცდომაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ქვეყანა სტატუსს იმსახურებს
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
