„საქართველო“ - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი
22 სექტემბერის ჩათვლით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ მეოთხედ გაიმართება. ფესტივალის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფესტივალი ხელს უწყობს კულტურათა დაახლოებასა და ტრადიციების გაცნობას. წლევანდელ ფესტივალში ევროპის ხუთი ქვეყნის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. პირველი კონცერტი 19 სექტემბერს ახალციხეში გაიმართება. 22 სექტემბერს კი, ფესტივალის დასკვნით საღამოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უმასპინძლებს