ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ითანამშრომლებენ პარლამენტის მიერ პარლამენტის არხის ამოქმედების მიმართულებით, რაც გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ღონისძიებების ტრანსლაციას, რომლის შინაარსზე, დროსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია პარლამენტი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირი ტრანსლაციის ხელმისაწვდომობას
