დეოლიგარქიზაცია
პარლამენტმა დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა განაახლა. იგი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციიდან, მეხუთე სადავო პუნქტია. იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის საკითხზე საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე მიიღებენ, თუმცა უცნობია საკითხის განხილვის კონკრეტული თარიღი. პარალელურად, დეპუტატები დეოლიგარქიზაციის შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმას ელოდებიან. ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირის ინტეგრაციის კომისიამ 14 სექტემბერს მიიღო. დოკუმენტი, რომელიც სისტემურ მიდგომას და შვიდ სხვადასხვა მიმართულებას ითვალისწინებს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ გასაჯაროვდება
